გიორგი მღებრიშვილი სოფელ დაბაში ჩავიდა
პოლიტიკა - 11:04, 21 Aug, 2017     1419

საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ დაბაში ჩავიდა. მღებრიშვილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს და ვითარებას ადგილზე ეცნობა:

„ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მიმდინარეობს უკვე ხანძრის ლიკვიდაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ადგილობრივებს, სამაშველო სამსახურებსა და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად საკმაოდ რთული მდებარეობისა და რელიეფისა. ასევე, ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი და თუკი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე ცდილობს. დამხმარე ჯგუფები თბილისიდან არიან ჩასული. დამატებითი ძალების მობილიზება გვიან ღამით მოხდა.

ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, ღამით გზა გაიჭრა, ამ დროისათვის შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. გამთენიისას მუშაობა განაახლა ვერტმფრენმა.

ღამით ძლიერი ქარის გამო მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზების საშალება არ მიეცათ. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტში ხანძრის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ დაბის სიახლოვეს არსებულ ტყეს ხნძარი დღეს გაუჩნდა. ცეცხლი 1 ჰექტარზე მეტ ტყის მასივზეა მოდებული. ხანძარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფართობს გაუჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42