შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს
პოლიტიკა - 00:58, 21 Aug, 2017     1473
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქმია.

,,მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, დაახლოებით, 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით, 3000 კვ/მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.

ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, 1ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ძლიერი დაკვამლიანებისა და ქარის გამო, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს შესაძლებლობა აქვს, ღამის საათებში განახორციელოს ფრენა. თუმცა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ღამის საათებში ვერტმფრენის მიერ ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციის განხორციელება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის. სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კვლავ მყისიერად ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამავდროულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42