ქობულეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაოაბაზე გასვლით შეხვედრას მართავენ. შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიება გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ; EWMI/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზახატიაშვილმა.
სამი დღის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ „ადვოკატთა შესახებ“ კანონში განსახორციელებელ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება: ადვოკატის მიერ, კლიენტის თანხმობის გარეშე, ინფორმაციის გაცემის აკრძალვას; ადვოკატთა ტესტირების ნაცვლადსაკვალიფიკაციო გამოცდის შემოღებას; საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძვლებს; ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას და თავჯდომარის არჩევის წესს; ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას და წარმოების წესს; დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესის პროცედურების განსაზღვრას.
მასალის გამოყენების პირობები






