შსს-ში დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 10:23, 20 Aug, 2017     725
შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი პოლიციელის ღირსეული ცხოვრება და საქმიანობა. ბექა მარგიშვილის შვილმა - ოთარ მარგიშვილმა კი პრეზენტაციაზე მამის ლექსი წაიკითხა.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო შსს-ს მიერ მომზადებული, დაღუპული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.

ბექა მარგიშვილის ლექსების კრებული შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით დაიბეჭდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 2015 წლის 4 აპრილს, საღამოს, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილთან", ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამნაშავემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ორივე სამართალდამცველი დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ბექა მარგიშვილი შსს-ს პირველი ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42