ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა
პოლიტიკა - 16:33, 19 Aug, 2017     1207

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

გაფართოებული შეხვედრა მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მიერ წარმოდგენილი იყო ანგარიში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები მავნებლის გავრცელების კერებში სრულად არიან მობილიზებულნი გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. როგორც მოწვეულმა ექსპერტმა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და რომ არა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, შედეგი გაცილებით მძიმე იქნებოდა. ასევე აღინიშნა , რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია ფერმერების ჩართულობა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფო თანმიმდევრულ და სისტემურ ღონისძიებებს ახორციელებს.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება და წამლობითი სამუშაოები ამ ეტაპზე სიმინდის ნათესებში მიმდინარეობს რაც აუცილებელი ღონისძიებაა იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. წლის ბოლოს კი მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავდება ღონისძიებების სამოქმედო გეგმა“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42