რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე
• სამუშაოებზე 60-მდე კაცია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება
• კლინიკის ძირითად შენობაში გათვალისწინებულია: აუდიტორიები, ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი და შიდა სავალი გზები
• კლინიკა მოემსახურება სხვა რეგიონებიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს
• კლინიკას ექნება 25-ნომრიანი სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, რომელიც გათვალისწინებულია სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის
მასალის გამოყენების პირობები






