პარლამენტში მოლაპარაკებებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 2 საათის დაგვიანებით შეუერთდა კახა ოქრიაშვილი. ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ოქრიაშვილმა განმარტა, რომ მხოლოდ მეორე რაუნდის შემდეგ გამართავს ბრიფინგს და ამის შემდეგ განაცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ:
„მე მექნება ბრიფინგი, როდესაც ჩვენ გვექნება მეორე შეხვედრა, ამ შეხვედრის შემდეგ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, დღეისათვის არ ვაპირებ დიალოგის სივრცის შევიჭროებას, რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა, დიალოგი არის დიალოგი, დიალოგი შედგება, ჩვენ ვცდილობთ რომ კონსესუსი შედგეს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
კიტხვაზე აპირებს თუ არა იგი უმრავლესობის დატოვებას, დეპუტატმა განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






