„დღეს შედგა შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სადაც განვიხილეთ რეფორმის საკვანძო საკითხები, მათ ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების მოდელზე, საარჩევნო ბარიერზე და სხვა საკითხებზე, ცნობილია პრინციპები რომლებსაც მხარს ვუჭერთ, დიალოგი გაგრძელდება და მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს, ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ წერილობით მოგვაწოდონ საკითხები, რომელთა არგათვალისწინების შემთხვევაში არ დაუჭერენ რეფორმას მხარს, ჩამოყალიბდება უმრავლესობის პოზიცია და უახლოეს პერიოდში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, არ დავიწყებდით მოლაპარაკებებს რომ არ გვქონდეს მოლოდინი რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია. შემდეგი შეხვედრა შედება უმოკლეს პერიოდში, შიდა კონსულტაციები მომდევნო კვირას გაიმართება."- განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






