საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირეებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანიც“ ოპოზიციას თავისი მოთხოვნები უკვე დეკლარირებული აქვს, ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანი გადანაწილება. სწორედ საარჩევნო სისტემა მიაჩნია წითელ ხაზად გიორგი ახვლედიანს:
„რაც შეეხება ინდივიდუალურ მოთხოვნებს, ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით იმის სანაცვლოდ რომ ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს, ამის იმედი „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქონდეს. თუ ის ფიქრობს რომ ამ საკენკით მიიღებს ფართო კონსენსუსს, მაშინ ის ძალიან სერიოზულად სცდება“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა, მისი თქმით თუ ხელისუფლება ულტიმატუმის ენით საუბარს დაიწყებს, ის შეხვედრას დატოვებს:
„თუ ხელისუფლება დაიწყებს საუბარს თავიდანვე ულტიმატუმის ენით, რომ უნდა გავუპრავოთ მაჟორიტარული სისტემა, რა თქმა უნდა ჩვენ იქ არაფერი არ გვესაქმება.“- აღნიშნა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






