"ჩვენი მთავარი პირობა არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის"- არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 17:02, 18 Aug, 2017     1181
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კომენტარი მედიასთან გააკეთა:

მე ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება თანხმობა უმთავრესზე - ახალი კონსტიტუცია ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უნდა უზრუნველყოფდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის დღევანდელი ფორმატი არაერთხელ იქნება გამოყენებული მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებისთვის.

„ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ, მჯერა ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შეხვედრას იგი გაუძღვება და შეხვედრის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ შეხვედრას. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. წინ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს კლასიკური საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარლამენტით.

„კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია - ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მან შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვაც კონსტიტუციაში სურთ.

„მინდა გთხოვოთ, თითოეულმა პარტიამ დააფიქსიროთ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ, ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია მედიას და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42