საკონსტიტუციო ცვლილებები - პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 17:01, 18 Aug, 2017     1044
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, მმართველი გუნდიდან კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ასევე ზვიად ძიძგური და მამუკა მდინარაძე.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით კონსესუსის გზების ძიებაზე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სტრასბურგში ერთდღიან სამუშაო შეხვედრაზე მიიწვია, რომლის ფარგლებშიც განხილული უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეხვედრა ემსახურება მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის კონსესუსის პოვნას, რათა მიღებულ იქნეს კონსტიტუცია, რომელიც ხალხის ინტერესებს მოერგება.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა მმართველმა გუნდმა ოპოზიციას კვირის დასაწყისში შესთავაზა, ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი 15 აგვისტოს გამართა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ ჩაატაროს ოპოზიციურ პარტიებთან.

"ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.

საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიალოგის შეთავაზების პასუხად ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადება გაავრცლეს, მათ კონსესუსის მისაღწევად დილოგის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და მმართველ გუნდს ის პრინციპები წარუდგინეს, რომელთა დაცვის გარეშე მათი შეფასებით მოლაპარაკებების წარმოება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებრივ - პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზანს. ამ პრინციპებს შორის არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად განაწილება, ამასთანავე მათი თქმით აუცილებელია შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესი. ოპოზიციის თქმით აღიშნულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლის გარეშე დიალოგს აზრი არ ექნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42