„სამართლიანი არჩევნები 2017 წლის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
პოლიტიკა - 13:10, 18 Aug, 2017     1097

18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.

დოკუმენტში განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები და მეტწილად ინკლუზიურად დაწყებული პროცესი, რომელიც ივნისის ბოლოს ერთგვარ ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში საუბარია 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებასა და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, ასევე, მოულოდნელად და ფართო საზოგაოდების ჩართულობის გარეშე დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა. როგორც მოსალოდნელია, საარჩევნო კამპანიის ძირითადი ფოკუსი თბილისის მერის არჩევნები იქნება. თბილისის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია.

დოკუმენტში, ასევე, შეფასებულია მედია გარემო და ის ცვლილებები, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა ნაციონალურ მაუწყებლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42