შეხვედრაზე არ არის მიწვეული პრეზიდენტის წარმომადგენელი. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ შეხვედრა არ იქნება ფასადური:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მოხდა გარკვეულწილად დაფასება და აღიარება იმ შეცდომების, რომლებიც დიალოგის არქონას უკავშირდებოდა, შესაბამისად ჩიხიდან გამოსვლის გზისთვის პირველი ნაბიჯები იქნა ამისთვის შემოთავაზებული და ეს მისასალმებელია. ამავდროულად, გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის ეს პროცესი დაემყარება რეალური კონსესუსი მიღების იმედს, თუმცა უახლესი წარსულის გამოცდილება, არ იძლევა მაღალი ნდობის რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის ეს პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც ეს იყო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ამ პერიოდამდე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






