„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება“ - ქეთევან ციხელაშვილი
პოლიტიკა - 17:01, 17 Aug, 2017     550

„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

უფასო სამედიცინო აქცია, რომელშიც სახელმწიფო მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღში ჩატარდება. ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვისა და მუმლაანთკარის მოსახლეობას სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ სხვადასხვა პროფილის 10 ექიმი უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რეანომობილი. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევებისთვის პაციენტებს „გორმედის“ სპეციალისტები ასევე უფასოდ სტაციონარში გადაიყვანენ და ადგილზე გამოიკვლევენ.

„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს. ვფიქრობ, ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ამჯერად ამ საქმეში გვერდით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამედიცინო ცენტრი „გორმედი“ დაგვიდგა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ამასთან, ცხადია, შევხვდები ამ სოფლების მოსახლეობას და მათგან მივიღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვთ და რა შეგვიძლია, დამატებით გავაკეთოთ ამ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რომლებსაც მავთულხლართების და ყოველდღიური გამოწვევების პირისპირ უწევთ ცხოვრება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამედიცინო აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ ორგანიზებით, შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამედიცინო აქციას სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღში 12:00 საათზე შეუერთდება.

17 ივნისს, უფასო სამედიცინო აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კომპანია „ავერსის“ მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში სოფლების - ავლევის, ცერონისის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობისთვის გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42