გაუძვირდება თუ არა თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია - "თელასი" ტარიფის გაზრდას ითხოვს
პოლიტიკა - 16:43, 17 Aug, 2017     1576
„თელასი“ 2018 წლიდან სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ითხოვს.აღნიშნულ საკითხზე სემეკ-ში 18 აგვისტოს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150-დღიანი ვადა აქვს. 2018 წლისთვის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დადგინდება.

„ზრდის ან შემცირების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან რომ სამომხმარებლო ტარიფის ყველა შემადგენელი კომპონენტის გადათვლა უნდა მოხდეს და უნდა დადგინდეს ტარიფი. კომპანია სამომხმარებლო ტარიფის ზრდის საჭიროებას აფიქსირებს. ტარიფში გათვალისწინებული იქნება გონივრული ხარჯები. კომპანია აპელირებას აკეთებს ხელშეკრულებაზე მასსა და სახელმწიფოს შორის, თუმცა მარეგულირებელი კომისია, როგორც აქამდე ახლაც ტარიფის დაანგარიშებას და დადგენას განახორციელებს მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე.“- განაცხადა სემეკის ტარიფების დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

ენერგეტიკის მინისტრი წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, ილია ელოშვილის თქმით ტარიფების დადგენა ცალსახად სემეკის კომპეტენციაა, თუმცა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ტარიფზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის როგორიცაა კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები თუ ეროვნული ვალუტის კურსი:

„ამას გადაწყვიტავს მარეგულირებელი კომისია, დაადგენს საბოლოო ტარიფს მეთოდოლოგიის მიხედვით. როცა ხდება გადახედვა შეიძლება შემცირდეს, შეიძლება გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული მათ შორის განხორციელებულ ინვესტიციებზე, ეროვნული ვალუტის კურსზე და სხვა“- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ტარიფი, რომელიც ახლა ძალაშია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს, 2018 წლის ახალი ტარიფი კი მარეგულიერებლმა კომისიამ 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ „თელასის“ ტარიფები გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. კომპანია ლარის გაუფასურების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42