„მნიშვნელოვანია, მმართველმა გუნდმა გაიაზროს როგორ შევიდა ეს პროცესი ჩიხში“ - ანა დოლიძე საკონსტიტუციო რეფორმაზე
პოლიტიკა - 14:42, 17 Aug, 2017     1335
მმართველი გუნდის შეთავაზებას ოპოზიციის მიმართ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ეხმაურება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაანონსებულ შეხვედრაზე მიწვეული არ არის.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია. მისივე თქმით, ახალი კონსტიტუცია უნდა ეყრდნობოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსესუსს:

„პირველ რიგში, ალბათ , უნდა მივესალმოთ მმართველი გუნდის მცდელობას, რომ ჩიხიდან გამოიყვანოს კონსტიტუციური ცვლილებების ის პროცესი, რომელიც ჩიხში მან თავადვე შეიყვანა, ეს კარგია. რა თქმა უნდა პირველი შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთანაც მისასალმებელია, თუმცა პრეზიდენტი თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, მნიშვნელოვანია ყველა სერიოზულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, ისევე როგორც კონსტიტუციურ ორგანოსთან, კონსულტაცია და მცდელობა იქნას მიღწეული კონსენსუსი.

ეს არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერაც, ასევე ვენეციის კომისიის მიერ, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ეყრდნობოდეს რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. აქ ბუნებრივია პირველ რიგში იგულისხმება პოლიტიკური პარტიები, პირველ ეტაპზე, მაგრამ რა თქმა უნდა უნდა იგულისხმებოდეს ყველა კონსტიტუციური ორგანო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯგუფი.

„კონსტიტუცია ყველასია“ ეს იყო ის კამპნია , რომელსაც აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, როგორც თავიდან ისევე ამ ეტაპზე ბუნებრივია პრეზიდენტს აქვს მიმართება, რომ ამპროცესში პრეზიდენტიც იქნება ჩართული, საოზგადოების ყველა სერიოზული და მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც თვითონ თვილს, რომ უნდა ჩაერთოს ან რომელიც უნდა ჩაერთოს, უნდა იყოს ჩართული იმისათვის, რომ ეს პროექტი ეყრდნობოდეს ფართო სააზოგადოებრივ კონსენსუსს.

მნიშვნელოვანია ჩვენ დავინახოთ და მმართველმა გუნდა თავადვე პირველ რიგში გაიაზროს, როგორ შევიდა ეს პროცესი ჩიხში. ეს პროცესი ჩიხში შევიდა სწორედ იმიტომ, რომ ის მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა, არ ეყრდნობოდა, როგორც ეს აღნიშნა ასევე ვენეციის კომისიამ, ფართო საზოაგდოებრივ თანხმობას, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პრიციპს, ნებისმიერი, რომ ნებისმეირი კონსტიტუცია იქნება ძლიერი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ ის დაეყრდნობა საზოგადოებრივ თანხმობას. ამ პრინციპს გაითვალისწინებს მმართველი გუნდი და შესაბამისად მოეპყრობა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42