ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა საარჩევნო ბლოკს ქმნიან - მერობის კანდიდატი სავარაუდოდ დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება
პოლიტიკა - 13:35, 17 Aug, 2017     1750
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი 21 აგვისტოს თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ერთიან კანდიდატებს დაასახელებს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით საარჩევნოდ „თავისუფალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ ერთიან ბლოკს ქმნიან.

როგორც კახა კუკავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ბლოკში მხოლოდ ორი სუბიექტი გაერთიანდება თუ სხვა პარტიებსაც ვიხილავთ.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, კუკავა-ბურჯანაძის ბლოკი ერთიანი კანდიდატის წარდგენას გეგმავენ. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით მათი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციაში რომელი პარტიები არიან ერთობისთვის მზად, უკვე სურათი გამოიკვეთა:

„როგორც ორშაბათამდე, აგრეთვე ორშაბათის შემდეგაც იმ იპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ერთობის იდეას ემხრობიან, კონსულტაციების კარი ღია რჩება და ნებისმიერი გონივრული კომპრომისისთვის მზად ვართ.

ძალიან კარგი სტარტი იყო. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი კანდიდატის დასახელება ოპოზიციისთვის გარანტირებული გამარჯვების წინაპირობა იქნებოდა. სამწუხაროდ, რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატი დამოუკიდებლად დაასახელა. ჩვენთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო "პატრიოტთა ალიანსის" მიერ კანდიდატის დასახელება. ისინ ჩვენი ყოფილი პარტნიორები არიან და საარჩევნო ბლოკში ერთად ვიყავით. ცოტათი გულდაწყვეტილები დავრჩით, რომ მათ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ტელევიზიით შევიტყვეთ", - აღნიშნა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42