გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფექთების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო. აფეთქების ადგილზე ხანძარი მალევე იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ირგვლივარსებულ სახელები დაზიანდა. დაზარალებულ მოსახლეობას ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთადგაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრიდაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია დაშავებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს დამათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლიდაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები






