ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის შესახებ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
"კარგად მესმის, კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ გუშინდელი განცხადების სრული ანალიზის შემდეგ, აშკარად ჩანს, ხელისუფლების რეალური მიზანი. მაშინ, როცა 3 თვეა დიალოგზე ვსაუბრობთ, ამ ფონზე, 6 სექტემბრის წინ, ხაზს უსვამ, სტრასბურგში მოლაპარაკებებამდე, შუალედური შეხვედრის ,,თათარიახნად“ მოფიქრება, იმ სასაცილო არგუმენტით, რომ ევროპაში ყველა ერთნი ვართ და არ შევრცხვეთ, ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს. მით უფრო, იმ ფონზე, როცა ევროპის დედაქლაქებში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ,,შპიონებს“ აგზავნი.
აქვე, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება კულუარულად უკვე მუშაობს, დაანონსებული დიალოგის პროცესში, უარგუმენტოდ და ხელოვნურად ჩართოს ვაჭრობაზე წამსვლელი პარტიები, პრინციპული პოზციის მქონე პარტიების ,,მოტეხვის“ ხარჯზე.
უკვე ნათელია, ხელისუფლება ცდილობს გამართოს დიალოგი დიალოგისთვის და ბლოკებითა და ბარიერით მიაღწიოს, თუნდაც, ნაწილობრივი კონსენსუსის იმიტაციას." - წერს ედპ-ის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






