„რა კავშირი აქვს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან წასვლას GEM Fest-თან, Check In Georgia-ს ფარგლებში ბლექ სი არენამ გადაიხადა რამდენიმე არტისტის ჰონორარი GEM Fest-ზე დასაკრავად, ის რომ ბლექ სი არენამ გადაიხადა ჰონორარი მაგის მონიტორინგი ვის ევალება წარმოდგენა არა მაქვს. ჩემი ვალდებულება ბლექ სი არენასა და სახელმწიფოს წინაშე ის იყო, რომ უნდა ჩამეტარებინა ფესტივალი და ფესტივალი ჩავატარე. გვქონდა ძალიან წარუმატებელი ფინანსური წელი, იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი დავალიანება ძალიან ბევრს აქვს, ესენი არიან კაფეები, ბარები და რესტორნები. ჩვენც დაგვრჩა ვალები თუმცა ამ ვალებს არსად გავურბივართ და არ ვემალებით“- განაცხადა სიგუამ.
სიგუამ კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა, რომლის თანახმადაც GEM Fest-ით ყოფილი პრემიერის შვილი ბერა ივანიშვილი დაინტერესდა და ფესტივალმა შესაძლოა ადგილმდებარეობა შეიცვალოს:
„პირველად მესმის თქვენგან, თუ მე არ ვიცი და ისე ხდება რამე ვერაფერს გეტყვით. ზეგ ვიქნები საქართველოში და შეიძლება ამ კვირაშივე გავმართოთ პრესკონფერენცია.“-აღნიშნა სიგუამ.
სიგუას თქმით ის ფესტივალზე დასაქმებულებთან შეხვედრას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






