„იმისათვის, რომ 2020 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა, რა თქმა უნდა ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორეს მხირვ პარტიები არ აპირებენ ქართულ ოცნებას მისცენ შესაძლებლობა ეს დიალოგი გამოიყენონ ამომრჩევლის მოსატყუებლად, თვალში ნაცრის შესაყრელად და ეს თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენი პოზიცია ერთიანი და უცვლელი რჩება. პირველ რიგში 2020 წლისთვის უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, უნდა დავიწყოთ საუბარი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, განვიხილოთ როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა პრინციპულია, რომ გაუნაწილებელი მანდატებიც უნდა განაწილდეს პროპორციულად პარტიებს შორის. ასევე უნდა ვისაუბროთ პრეზიდენტის არჩევის წესზე და თუ ვერ ვთანხმდებით პრეზიდენტის არჩევნების პირდაპირ წესზე მაშინ მნიშვნელოვანია ჩატარდეს პლებისციტი და ასახული იქნეს ქართული საზოგადოების მოსაზრება კონსტიტუციაში. ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნება არის მარტო, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური პარტიები არიან ერთიან პოზიციაზე და ქართულ ოცნებას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ 2020 წლისთვის უსამართლო საარჩევნო სისტემით, ხელოვნურად ეცადონ ხელისუფლების შენარჩუნებას.“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






