გიორგი კვირიკაშვილმა დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა
პოლიტიკა - 14:11, 16 Aug, 2017     1891

გასულ კვირას, დემირელის კოლეჯისწარმატებულ მოსწავლეებს: ლექსო ფიჩხაძეს, დავით რიჟინაშვილს, გიორგი კლდიაშვილსა და ლევან გოჯიაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძა. კოლეჯის მოსწავლეები ქიმიისა და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან.ახალგაზრდებმა ქვეყანას მხოლოდ ერთ თვეში 4 მედალი მოუტანეს.

ლევან გოჯიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი და დავით რიჟინაშვილი კლასელები არიან. ბიჭები უკვე რამოდენიმე წელია STEM დისციპლინებით არიან დაინტერესებული და სხვადასხვა ოლიმპიადებშიც წარმატებით მონაწილეობენ. ლექსო ფიჩხაძეც დემირელის კოლეჯიდანაა და ისიც ბიჭების თანაგუნდელია.

წელს ლევანი და დათოსაკუთარი გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ. მათი გამოგონება „სმარტ ვოჩი“ რვა საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა. ბიჭები ლექსო ფიჩხაძესთან ერთად რთული კონკურსის შემდეგ საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ დაარაერთ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა ნაკრებთან ერთად მენდელეევის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზეიასპარეზეს, ხოლო მოგვიანებით ტაილანდში გამართულ ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზეც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები.ახალგაზრდა ქიმიკოსებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კიდევ ერთი მოსწავლე, რომელიც პრემიერ მინისტრმა დააჯილდოვა გიორგი კლდიაშვილია. იგი კოლეჯის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭირი მოსწავლეა. გიორგი წარმოშობით ქუთაისიდანაა. იგი დემირელის კოლეჯში სასწავლო გრანტის საფუზველზე სწავლობს და უკვე რამოდენიმე წელია არაერთი მედალი მოუტანა სკოლასა და ქვეყანას. მისი წლევანდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის. წელს გიორგი ინფორმატიკის ევროპის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მანოლიმპიადაზე უმაღლესი ქულები დააგროვა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გასულ კვირას ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების წევრმა კიდევ ერთი მედალი შემატა ქვეყანას და ჯამშიმხოლო ერთი თვის შუალედით ორი მედალი მოიპოვა.

ოფიციალურ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42