,,რესპუბლიკელები” კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირები შემოთავაზებულ დიალოგს განცხადებით პასუხობენ
პოლიტიკა - 14:01, 16 Aug, 2017     1049
,,რესპუბლიკური პარტია“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციისადმი, მმართველის პარტიის მიერ შემოთავაზებულ დიალოგს, განცხადებით პასუხობენ.
როგორც პარტიიე მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკება დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაციის შექმნის მორიგი მცდელობაა და ხელისუფლებისთვის კომპრომისი შეუძლებელი და მიუღებელია:

“ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკვეთრად ურაყოფითად შეფასებამ, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გუშინ უმრავლესობის ლიდერის მოწოდება და მზაობა, დასხდნენ მოლაპრაკების მაგიდასთან კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაცია. თუმცა, მთლიანი პროცესის გათვალისწინებით, “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების გაანალიზებით, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებისთვის კომპრომისი შეუძლებელი და მიუღებელია.

ასეთ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, მეტწილად ასახავს რესპუბლიკური პარტიის არაერთხელ გამოხატულ პოზიციებს და იმ წითელ ხაზს, რომელზეც გადის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენ მიერ არაერთხელ ხაზგასმული მიდგომა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს სამართლიანად, ანუ პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის და არა შემოთავაზებული ბონუს სისტემით, რაც ასევე, მკაფიოდაა ასახული პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

თუმცა, ვერ დავეთანხმებით იმ მიდგომას, რომ საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ეს ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, ერთჯერადად შემოთავაზებული 3%- იანი ბარიერი უნდა იქცეს ძირითად ნორმად. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სრულიად უბარიერო სისტემაც. ამიტომ, ერთგული ვრჩებით საკუთარი პოზიციის და ვთვლით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს არუმეტეს 3%- ისა.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42