„მომავალ არჩევნებს ჩვენ არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ეს უნდა იქცეს პოლიტიკურ პროცესად მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე და საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს ეს პროცესი გადააქციოს პოლიტიკურ პროცესად და ეს ირმა ინაშვილი იქნება“ - განაცხადა თარხან-მოურავმა.
ინაშვილის თქმით მომავალმა არჩევნებმა ადამიანებს რწმენა უნდა დაუბრუნოს , რომ არჩევნებზე წასვლას და ხმის მიცემას აზრი აქვს. მისი განცხადებით ეს ბრძოლა უნდა იყოს თავისუფლებისთვის:
„ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისათვის, არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატად წარდგენილი არიან ქართული ოცნებიდან კახა კალაძე, ნაციონალური მოძრაობიდან ზალიკო უდუმაშვილი, ევროპული საქართველოდან - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში იბრძოლებს, ხოლო დავით უსუფაშვილის ,,შენების მოძრაობის“ კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






