რელიგიის თავისუფლება და პრობლემები საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს
პოლიტიკა - 11:50, 16 Aug, 2017     1448
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2016 წლის მდგოამრეობაა მიმოხილული და ცალკე თავი საქართველოსაც ეთმობა.


მოხსენება, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით მზადდება, რელიგიის თავისუფლების კუთხით 200-მდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტის პრეზენტაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გამართა.

„ საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის სრულ თავისუფლებას, ეკლესიას სახელმწფოსგან გამიჯვნასა და ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანობას. ის კრძალავს რელიგიის საფუძველდე დევნას. კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ანიჭებს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის. მათ შორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი და საკონსულტაციო როლი განათლებაში” - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საუბარია რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არასათანადოდ არის გამოძიებული.

„წლის განმავლობაში მთავრობამ გამოიძია 19 საქმე , რომელიც რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს შეიცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძების ნაკლებობა, სერიოზული პრობლემა იყო“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა საპატიმროებში სამლოცველოები მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს.

ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას რელიგიური უმცირესობა კვლავ აწყდება მთავრობის წინააღმდეგობას, როგორც ნაციონალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასმთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური უმცირესობის ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს, ასევე ამბობენ, რომ მთავრობა აგრძელებს არაადეკვატურ რეაგირებას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ საჯარო სკოლებში რელიგიური შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის აქტებზე.

დოკუმენტი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებას და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის შეზღუდვას, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხს.

ანგარიშში, საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზეც არის საუბარი

„რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. „იეჰოვას მოწმეების“ წევრებმა ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი დააფიქსირეს“ - აღნიშნულია ანგარიშში.

„ საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და რელიგიური უმცირესობის ჯგუფებს შორის. თებერვალსა და ნოემბერში ელჩი შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს , რათა ხაზი გაესვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლის მნიშვნელობაში რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მხარდაჭერაში. ელჩი და საელჩოს თანამშრომლები მოგზაურობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხვდებოდნენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, აპრილში კი სამოქალაქო საზოგადოების 4 წარმომადგენელი საელჩომ დააფინანსა და აშშ-ში რელიგიური თავისუფლების შესახებ პროგრამაში მიიღეს მონაწილოება, ძალადობრივი ექსტრემიზმისთვის საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით“ - ნათქვამია დოკუმენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42