გავრცელებული ინფორმაციით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ - ჰერბერტ ზალბერმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეც წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა. ჰერბერტ ზალცბერის შემცვლელის მოსაძებნად ევროპულ სტრუქტურებში უკვე დაწყებულია კონსულტაციები. პროცედურას შესაძლოა 1-დან 3 თვემდე დასჭირდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი შესაძლოა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გერმანიის საგანგებო ელჩად დაინიშნოს.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ზალბერის მიერ აღნიშნული თანამდებობის დატოვენა მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს. გერმანელმა დიპლომატმა ცხონვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით საგარეო საქმეთა სამინიტრო ყველგან უნდა აყენებდეს თავის წითელ ხაზებს და ნათელი უნდა იყოს მათ შორის ევროპელი დიპლომატებისთვის, რა არის საქართველოსთვის წითელი ხაზები:
„განცხადებები, რომელიც ბატონმა ზალბერმა გააკეთა, იყო სრულიად მიუღებელი და ის ყველას მხრიდან იქნა დაგმობილი. სავარაუდოდ, ამ განცხადებებით იქნა გამოწვეული ის, რომ მისი მანდატი იქნა შეჩერებული. მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო და ხელისუფლება ზოგადად, ყველგან უნდა აყენებდეს თავის წითელ ხაზებს და ნათელი უნდა იყოს მათ შორის ევროპელი დიპლომატებისთვის, რა არის ჩვენი წითელი ხაზები,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი რომელიც ასეთ მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებს:
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან შეცდომებს არ დაუშვებს და მერე თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა დონეზე არ მოუხდებათ მობოდიშება.“ - განაცხადა გია ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






