პოლონეთის სეიმის დეპუტატი მარია გოშიევსკა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განხორციელებულ შესაძლო ფარულ თვალთვალს და რუს პრანკერთან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სავარუდო სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელიში განცხადებით ეხმაურება:
“საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელონი მინისტრი რამოდენიმე დღის წინ გარკვეულ პროვოკაციაში იქნა გახვეული და სერიოზულად კომპრომენტირებული. ბოლოს და ბოლოს ამაზე გაცინება შეიძლებოდა რომ არა ის ფაქტი, რომ როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც უდავოდ არის პოლონეთი, მუშაობენ ქართული სამსახურები. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ამ ბატონის თამამი ფანტაზიებია, მაგრამ თუ არა - ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მოითხოვს განმარტებას, ან იქნებ ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც კი. პირადად ჩემი მისამართით გამოთქმულ მინიშნებებს არ შევეხები, რადგან ისინი თავად მათ ავტორზე მეტყველებენ. და არც თუ საუკეთესოდ"- წერს პოლონელი დეპუტატი.
შეგახსენებთ რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში პირი რომელიც პრანკერთა მტკიცებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია, მიხეილ სააკაშვილისა და პოლონელი დეპუტატის ქართულ რესტორანში შეხვედრის დეტალებს ჰყვება. ოპოზიციის განცხადებით ის, რომ ქართველი ძალოვანები უცხო ქვეყანაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ევროპელ დეპუტატებსაც უთვალთვალებენ, შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს.

მასალის გამოყენების პირობები






