,,ისტორიას, ქართულს… 1-6 კლასის მოსწავლეები სექტემბრიდან სამაგიდო თამაშით ისწავლიან“
პოლიტიკა - 21:30, 15 Aug, 2017     23905
ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასის მოსწავლეებს სკოლაში სამაგიდო თამაშები დახვდებათ. მუშაობა თამაშების მწარმოებელ კომპანიებთან უკვე დაწყებულია. ტენდერი კი, კონკრეტული თამაშების შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ კვირიდან გამოცხადდება. ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 20-მდე სკოლას მოიცავს.

“სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება. ბავშვები არ განიხილავენ ამას, როგორც გაკვეთილებს და დავალებას, ამიტომ მივიღებთ კარგ შედეგს,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ძირითადი აქცენტი საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგიონებში გაკეთდება.

როგორც „ფორტუნას“ პროექტის მენეჯერმა, ნინო ჭანტურიამ, განუცხადა, სამაგიდო თამაშები, როგორც სასწავლო რესურსი, სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დაინერგება.

„მასწავლებლები ამაში დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებენ, რადგან ეს არის სასწავლო რესურსი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და სასწავლო შედეგებზე უფრო ეფექტურად გასვლაში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩაატარებს სამაგიდო თამაშით გაკვეთილს, ეს იქნება გაკვეთილის შემადგენელი ნაწილი და ბუნებირივა, ამას ჩაატარებენ თავად საგნის პედაგოგები,“ – აღნიშნა მან.

ნინო ჭანტურიას ინფორმაციით, თავდაპირველად სამაგიდო თამაშების შემუშავება აქცენტირებული ქართულზე, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაზე იქნება. პროექტის წარმატების შემთხვევაში კი, საგნების წრის გაფართოებაც იგეგმება.

ინიციატივა მოსწონს და ფიქრობს, რომ სამაგიდო თამაშებით მოსწავლეების წახალისება კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა „ფორტუნასთან“ საუბრისას ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, მადონა აფაქიძე, ამბობს, რომ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი ექნება.

„ჩვენ ჯერ არაფერი არ ვიცით. ვერც ის წარმომიდგენია, ისტორია როგორ უნდა ვასწავლო სამაგიდო თამაშის გამოყენებით. დაველოდოთ და ვნახოთ,“ – აცხადებს ის.

რამდენი აქვს გამოყოფილი სამინისტროს ამ პროექტის განსახორციელებლად, კონკრეტული თანხა ჯერ დაზუსტებული არაა.

წყარო: fortuna.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42