ოპოზიცია ეჭვობს, რომ თანხას ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს. შიდა ეზოების რეკონსტრუქციაზე საუბრისას წინასაარჩევნო დაპირებაზე მიუთითებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც.
თბილისის მერი დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებას უმნიშვნელოს უწოდებს, ხოლო ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძლოდ მიიჩნევს.
„დედაქალაქის ბიუჯეტი, სულ რაღაც, 1 მილიონი ლარით ოდნავ მეტით გაიზარდა. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში ვნახეთ დამატებითი რესურსი, ვინაიდან კარგად მიდიოდა საშემოსავლო ნაწილის მობილიზება, მეორე მხრივ ცენტრალურმა მთავრობა მოგვცა ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებისთვის გვჭირდებოდა.
"ასე რომ, ოპოზიციის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამ ფულ გამოვიყენებთ რაიმე წინასაარჩევნო მიზნებისთვის, არის უსაფუძვლო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






