,,ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ“ - პრეზიდენტი კონსტიტუციის რეფორმაზე
პოლიტიკა - 21:33, 15 Aug, 2017     1237
საქართველოს პრეზიდენტს საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა კითხვებიც დაუსვეს, ახალგაზრდების ინტერესი მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასაც უკავშირდებოდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, მისაღებია თუ არა ქვეყნის პირველი პირისთვის ცვლილებების შინაარსი და განხორციელების ფორმა.

„არ ვეთანხმები პროცესს, ეს კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანისაა და ის ფორმა, რაც ამ პროცესმა მიიღო, მიუღებელია. ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პოკერის თამაშს ჰგავს. “ამ ბოლო დროს ეს პროცესი პოკერის თამაშივით არის. ერთმანეთს უცხადებენ რაღაცეებს. ეს ყველაფერი კი ისე მიდის, რომ საზოგადოება კვლავ არაა ჩართული. ახალი გამოცხადებაა ბუნებრივი ბარიერი თუ რაღაც ასეთი. საჭიროა ღია, ჩართული პროცესი. ეს პროცესი კი ყველაზე მეტად არ მომწონს. ასევე, არ მომწონს ბონუსის სისტემა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

ბაზალეთის საზაფხულო სკოლა პროექტის “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი” ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა “ინიციატივა” ახორციელებს. ფინანსურ მხარდაჭერას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უწევს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42