ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზად არის. კაპანაძის თქმით პრინციპული საკითხებია საარჩევნო სისტემის ფორმირება და პრეზიდენტის არჩევის წესი, ამასთანავე ევროპული საქართველო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს ჩატარდეს პლებისციტი და გადაწყვეტილების მიღება ხალხთან შეთანხმებით მოხდეს:
„ევროპული საქართველო ბუნებრივია მზად არის დიალოგზე და კონსულტაციებზე რასაც დიდი ხანია ვამბობთ. ამას ამბობოს ვენეციის კომისია, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კონსტიტუციის შესათანხმებლად. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მთელ ამ პროცესში. დაწყებული საკონსტიტუციო კომისიით, საპარლამენტო განხილვებით დამთავრებული. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ მათთან ერთად განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. ოღონდ უნდა გვახსოვდეს რა არის ეს მნიშვნელოვანი საკითხები და რაზე არის საზოგადოებრივი დაკვეთა დიალოგთან დაკავშირებით. ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში. ეს არის ამ სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დეტალები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაუნაწილებელი მანდატების საკითხი და ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ოცნებას, რომ ნებისმიერი ევროპული მოდელი რომელიც მოქმედებს, მათ შორის დონტის მოდელი, ვებსტერის თუ სხვა მოდელები იყოს განხილული. ასევე მზად ვართ, რომ განვიხილოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, იგივე ბარიერის თემა, ბლოკების გაშვების თემა რაც დღეს არსებობს და მესამე - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენის არჩევნები საკითხი. ჩვენი პოზიცია არის, რომ დარჩეს პირდაპირი საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტის. თუმცა გვესმის რა, რომ ქართული ოცნება არის განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციაზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩატარდეს პლებისციტი. ხალხს დავეკითხოთ და რასაც ხალხი იტყვის ის იყოს საბოლოო შეთანხმება.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






