"ჩვენ მზად ვართ ჩიხიდან გამოსავალი ვეძებოთ"- რას პასუხობს ენმ მმართველი გუნდის შემოთავაზებას
პოლიტიკა - 18:16, 15 Aug, 2017     1341

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან კონსულტაციების დაწყების შემოთავაზებას ეხმაურება. რურუას თქმით ახალი ამაში არაფერია, ხელისუფლება კონსულტაციებთან დაკავშირებით მზადყოფნას აქამდეც აცხადებდა, თუმცა ისეთ წინაპირობებს აყენებდა, რომ ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩებოდა:

„ისინი სულ იმეორებენ რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის, მაგრამ აქამდე ისეთ წინაპირობებს აყენებდნენ, რომ ეს ცარიელ ლაპარაკად რჩებოდა და ამ დრაკონული მოდელის შეცვლასთან საერთო არაფერი არ ქონდა, ჩვენ მზად ვართ ჩიხიდან გამოსავალი ვეძებოთ, რადგან კონსტიტუცია არის ყველასი და თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება და მზად იქნება ქვეყნის გამოწვევებზე მორგებული დოკუმენტის მისაღებად, ამაში ცხადია მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამას დათანხმდებიან ცხადია შეიძლება კონსენსუსი შედგეს. „- განაცხადა რურუამ.

მისი თქმით კონსენსუსის მისაღწევად აუცილებელია პროცესი დაუბრუნდეს იმ ეტაპს, როდესაც პროექტი გულისხმობდა 2020 წელში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„თუ ამ მოცემულობას დავუბრუნდებით, ცხადია ლაპარაკს აზრი აქვს, თუ მათ ისე ის მოდელი მოახვიეს ხალხს თავს, რომელმაც აღაშფოთა ვენეციის კომისია, მაშინ ამას აზრი არ ექნება. აუცილებელია რომ 2020-ში გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და დანარჩენ დეტალებზე შეიძლება ლაპარაკი. ასევე პრიმციპულია საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხიც. პარტიუილი ინტერესები არის მეორეხარისხოვანი , მთავარია ქვეყნის ინტერესები“- აღნიშნა რურუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42