"ვწუხვარ საქართველოს შს ყოფილი მინისტრის გარდაცვალების გამო"- მღებრიშვილი რომან გვენცაძის ოჯახს უსამძიმრებს
პოლიტიკა - 15:36, 15 Aug, 2017     11280
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შს ყოფილი მინისტრის რომან გვენცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ვწუხვარ საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, რომან გვენცაძის გარდაცვალების გამო.

ყველა ეპოქას ჰყავს თავისი გამორჩეული ფიგურები და სწორედ ასეთი პიროვნება იყო ბატონი რომანი. მას მოღვაწეობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია.

გენერალ-მაიორმა რომან გვენცაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ისტორიაში, უაღრესად საინტერესო გზა განვლო, სისხლის სამართლის სამძებროს რიგითი ინსპექტორობიდან შინაგან საქმეთა მინისტრობამდე.

რომან გვენცაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, პრინციპულობისა და გამორჩეული პირადი თვისებების მქონე პიროვნებამ.

ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.”- ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42