ახალი დეტალები რუსი „პრანმკერისა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრიდან - სატელეფონო საუბრის კიდევ ერთი ფრაგმენტი ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქართველი ძალოვანები სავარაუდოდ უცხო ქვეყანაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ევროპელ დეპუტატებსაც უთვალთვალებენ.
საუბარია ჩანაწერის იმ ნაწილზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილისა და პოლონელი დეპუტატის ქართულ რესტორანში შეხვედრის დეტალებს ჰყვება.
მიხეილ სააკშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ პროკურატურა ამდრომდე არ აკეთებს განცხადებას, დაიწყებს თუ არა საქმეზე გამოძიებას, ეს ნაწილი აუდიოჩანაწერიდან საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდება.
„ბატონი მღებრიშვილი და ივანიშვილის ჯიბის სუსი, შსს შევიდნენ ძალიან სახიფათო თამაშში, ფაქტობრივად გაეხვნენ დიპლომატიურ სკანდალში, როდესაც პოლონეთის სეიმის ერთ-ერთი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეზე აწარმოეს ფარული თვალთვალი, ეს არის ცალსახად არა მხოლოდ უკანონო ქმედება, არამედ ეს არის დიპლომატიური სკანდალი და სავარაუდოდ აისახება ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე, რამდენადაც სამარცხვინო საქციელია, როდესაც ქართული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ახდენენ თვალთვალს ქალბატონისა, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს“, - აცხადებს ბექა ბასიალია.
მასალის გამოყენების პირობები






