სკანდალური აუდიოს ავტორი შს მინისტრთან საუბრის დეტალებს ჰყვება - ,,სააკაშვილი სტრატეგიული თემაა“
პოლიტიკა - 21:32, 14 Aug, 2017     3900

„პრანკერი“, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინელ კოლეგად გააცნო თავი და სატელეფონო საუბრისას პოროშენკო-კვირიკაშვილის სეხვედრის დეტალები მოაყოლა, „რუსთავი 2“-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „პრანკერი“ აცხადებს, იგი მზად არის დაამტკიცოს ფაქტი, რომ ნამდვილად გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა.

სკანდალური აუდიოს ავტორი მზად არის ჩანაწერი ექსპერტიზაზე გადააგზავნოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცოს, რომ არაფერი გაუყალბებია.

„კურიერთან“ საუბრისას ალექსეი სტოლიაროვი აცხადებ, რომ მღებრიშვილი უკრაინელ კოლეგასთან საუბრის დროს ძალიან ნერვიულობდა, თუმცა ცდილობდა, რომ მისთვის თავი მოეწონებინა.

„საქართველოს შს მინისტრი უკრაინაში სექტემბერში ჩადის, ექნება ოფიციალური ვიზიტი, როგორც ჩანს მინისტრს ნდობა გაუჩნდა ჩვენს მიმართ, ან შესაძლოა სხვა ფაქტორმაც მოახდინა გავლენა, მაგრამ ის ღიად გველაპარაკა, აზრი არ აქვს მოტყუებას, ვერსიების მოგონებას, შიდა ინფორმაციის განზრახ გამომზეურებაზე, ეს მისი სურვილი იყო, ჩვენ დავუსვით შეკითხვა, რომ არ გევკითხა არაფერს გვეტყოდა, გვინდოდა სინამდვილეში გაგვეგო როდის დაიდო შეთანხმება და რას გულისხმობდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტექნოლოგიები და კავშირები, რომ უწყების ხელმძღვანელებზე გავიდეთ, გარკვეული დრო დაგვჭირდა, ინფორმაცია რომლის მიღებაც გვინდოდა მნიშვნელოვანი იყო, ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ბედს, წარმოიდგინეთ, სააკაშვილი ჩაფრინდა კიევში და იქ მის დეპორტაციას ახდენენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული თემაა.

მღებრიშვილმა თვითონ გადმოგვირეკა, ჩვენ ორჯერ ვილაპარაკეთ, პირველად ჩვენ დავურეკეთ, მეორედ თვითონ დაკგვიკავშირდა, ვთხოვეთ პრემიერთან დაეზუსტებინა იყო თუ არა რაიმე სახის საუბარი. საღამოს თვითონ გადმოგვირეკა და გვითხრა, მოდით ნუ გამოაძევებთ ამ ბომჟსო, დაახლოებით 5-6 საათი იქნებოდა, მას არ გაკვირვებია ჩვენი ზარი და გვითხრა კიდეც რით შეეძლო დაგვხმარებოდა. ჩვენ ვუთხარით, რითიც შეეძლო, რაღაც მომენტში ღელავდა, რაც მდგომარეობდა იმაში, იყო თუ არა უფლებამოსილი ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიეღო. თუ იტყოდა მოახდინეთ დეპორტაცია, ეს იქნებოდა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სჭირდებოდა კონსულტაცია და გაიარა კიდეც თქვენს პრემიერთან. როგორც კი მიიღო მითითება დარეკა და გვითხრა არ გამოაძევოთ სააკაშვილიო“, - აცხადებს რუსი „პრანკერი“ „კურიერთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42