“ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა ერთჯერადად, არჩევნების უბარიერო სისტემა დაუშვას. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვარიანტი იქნება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე. მმართველი გუნდი უბარიერო სისტემის შემოღებაზე უკვე მუშაობს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით საქართველოში პრობლემა არის არა მაღალი ბარიერი, არამედ არჩევნების მასობრივი ფასიფიკაცია:
„უბარიერო სისტემა ეს არის საქართველოს გადაგდება 90-იან წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა იშოვა პირველი მოპარული მილიარდი. ეტყობა ის დრო ძალიან მოენატრა, ნახევარკაცა პარტიები რომ მოისყიდონ, შექმნანა ამით უმრავლესობა, პრაქტიკულად ეს მოდელი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის დემოკრატიის დამკრძალავი კომისია და მისი დაშვება არაფრის ფასად არ შეიძლება, რაც არ უნდა სურდეს ჩვენს ზოგიერთ კოლეგას აიღოს პარლამენტის მანდატი. ჩვენი ქვეყნის პრობლემაა არა ის, რომ ბარიერია მაღალი, არამედ არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაცია“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






