,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მმართველი პარტია ერთჯერადად, ვიდრე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე, ამ ინიციატივაზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზებენ.
,,ამ ყველაფერს აზრი რომ ჰქონდეს, უნდა იყოს ერთიანი პაკეტი, ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სამართლიანი გადანაწილება მანდატების და მნიშვნელოვანი საკითხი პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი, რომელიც ამ პაკეტში უნდა შევიდეს და რომელსაც მმართველი პარტია საერთოდ მნიშვნელოვნად არც მიიჩნევს. ამის მიზანი, როგორც სჩანს, არის, პატარა პარტიების შეყვანა და შემდეგ ადგილზე მათი მოსყიდვა და სისტემის ჩაკეტვა“ -აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ,,ნიუპოსტთან“.
მისივე თქმით, ეს არის ხრიკი რომელითაც პარლამენტის თავმჯდომარე ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს. რურუა ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნული ინციატივის განხილვა აუცილებლად მოხდება.
,,ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამ თემას იმედია განვიხილავთ, მათი მოსაზრებები მნიშვნელოვცანია, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც პროცესში ხალხის ჩართულობისა და დემოკარტიულობისთვის არანაირი პლუსი არ აქვს. ეს არის ხრიკი, რომლითაც კობახიძეს სურ მოატყუოს ქართველი ამომრჩეველი“ - აცხადებს ნიკა რურუა
მასალის გამოყენების პირობები






