,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვარიანტი იქნება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელისუფლების მხრიდან თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა და არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ „ხრიკს არ უნდა წამოეგოს“:
„პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ეს შეთავაზებაც კი არასერიოზულია, რადგან განიხილავს ერთჯერადად ერთი არჩევნებისთვის. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რა პოლიტიკასაც ქართული ოცნება ეწევა ამ ხნის განმავლობაში, ანუ არ ჩაატაროს არავითარი რეალური რეფორმა და ამით შეეცადოს შეინარჩუნოს ხელისუფლება მაჟორიტარების ხარჯზე.
ფაქტობრივად მიიღეს ის სიტუაცია, რომ ამ ე.წ. რეფორმის შედეგად ცალ მხარეს იყო ქართული ოცნება და მეორე მხარეს მთელი პოლიტიკური სპექტრი. ახლა ცდილობენ ამ ბარიერის ერთჯერადი დაწევით ვიღაცა მაინც მოიმხრონ, რათა ვინმემ მაინც მოიწონოს ეს ე.წ. რეფორმა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი არ გამოუვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი სერიოზული ოპოზიცური პოლიტიკური პარტია არ წამოეგება ამ ხრიკს და არ ითამაშებს ხელისუფლების თამაშს.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე მთლიანად და ეს არი იყოს ერთჯერადი აქტი. არამედ იყოს საბოლოოდ გადასვლა პროპორციულ სისტემაზე მანდატების სამართლიანი გადანაწილებით. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ერთჯერადად ბარიერის მოხსნა არაფერს რეალობაში არ ცვლის სისტემა რჩება იგივე, შესაძლოა და,ატებითი პარტიები ეიყვანონ, მათ შორის თავიანთი მომხრეები, ეს თვალში ნაცრის შეყრაა, ისევე როგორც ერთი თვის წინ შემოგდებული იდეა იმაზე, რომ ერთჯერადად ყოფილიყო შექმნილი ბლოკები და ბარიერი დაწეულიყო 3%-მდე, ახლა მორიგი ჯერია თვალში ნაცრის შეყრის, რომ რაღაცას აკეთებენ“, - აცხადებს ლევან თარხნიშსვიი.
მასალის გამოყენების პირობები






