სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი: ,,ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების გათქმა. რატომ აკეთებდა ამას მინისტრი?“
პოლიტიკა - 13:55, 14 Aug, 2017     8875
რუსი „პრანკერებისა“ და საქართველოს შს მინისტრის საუბარი - აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ოპოზიცია ითხოვს. ამასთანავე, მღებრიშვილის უწყებაში დამატებითი კომენატრები არ კეთდება.

საუბარი, რომლის ჩანაწერიც გუშინ გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვის შეეხება. ცნობილი რუსი ,,პრანკერები“ ვოვანი და ლექსუსი აცხადებენ:

,,ჩვენ დავუკავშირდით მას, როცა იმყოფებოდა ბათუმში და წარვსდექით, როგორც უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი და ვაცნობეთ, რომ სააკაშვილი ჩამოდის უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ ის გადავცეთ თბილისს“ - აღნიშნავს სტალიაროვი.

,,მღებრიშვილმა საპასუხოდ განგვიცხადა: ,,ეს ადამიანი ჩვენ აქ რა ჩემს... გვინდა“. თუმცა მინისტრმა მოგვიანებით გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო პრემიერ კვირიკაშვილთან.

მან სთხოვა ჩვენთვის გადმოეცა: ,,თუ არის შესაძლებელი, ეს ავანტიურისტი აქეთ არ გამოაგზავნონ. იყოს ბომჟად!“ - იტყობინება სტალიაროვი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას მღებრიშვილის მხრიდან ორ შესაძლო დანაშაულზე საუბრობს. ხუხაშვილის თქმით, მღებრიშვილმა სახელმწიფო საიდუმლოება გაამხილა:

„თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, ამ შემთხვევაში, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, გასაგებია, რომ სკმაოდ მძიმედ არის საქმე. თუ ეს საუბარი ნამდვილად შედგა, გასაგებია, რომ მეორე მხრიდან კლასიკურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ პროვოკაციას თუ წამოეგო შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ფაქტობრივად ჩაიდინა სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა ტიპის დანაშაული.

პირველი, ეს გახლავთ საიდუმლო ინფორმაციის გათქმა იმ ნაწილში, სადაც საუბარია პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის შეთანხმებებზე. ღია არხებით მან ფაქტობრივად ამაზე ისაუბრა. დარწმუნებულიც რომ ყოფილიყო იმ ადამიანის ვინაობაში, ღია არხებით საუბარი ყოველთვის შესაძლოა იქნას მესამე პირის მიერ მოსმენილი, ეს არის სისტემური გარღვევა, დანაშაულის ტოლფასი. ეს არის პირველი ტიპის დანაშაული, სახელმწიფო საიდუმლოების გათქმა და სახელმწიფო საიდუმლოება იყო იმიტომ, რომ ქვეყნის პირველ პირებში რაც მოლაპარაკების დროს ითქმება და საჯაროდ პრეს-რელიზით არ ვრცელდება, ყველაფერი არის საიდუმო. შესაბამისად, მისი მხრიდან მოხდა ამის გათქმა“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, მინისტრმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, იგი საქართველოს ძალოვანი უწყებების კომპეტენციაში შეიჭრა:

„მეორე დანაშაული არის ის, რომ არაუფლებამოსილი პირი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით საბოტირებას ახდენს ინტიტუციური გადაწყვეტილებისა და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებისა. რადგან ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, არის ძებნაში და შს მინისტრი, არაუფლებამოსილი მინისტრი ფაქტობრივად ახდენს ამ გადაწყვეტილების საბოტირებას სხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთან მოლაპარაკების დროს, ესეც არის დანაშაული და სხვა კითხვები ჩნდება. რატომ აკეთებს ამას? ხომ არ არის შეკრული იგივე სააკაშვილთან და მის მხარეს ხომ არ მუშაობს?

ამ ორ სავარაუდო დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუ ეს საუბარი შედგა, აქედან ჩანს, რომ უცხო ქვეყნებს აგენტურა აღარ სჭირდებათ, მათ შეუძლიათ მინისტრს დაურეკონ და ის დაფქვავს ყველა საიდუმლოს. ამ სავალალო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დგება“, - დასძენს ხუხაშვილი.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ასპექტი აღნიშნულ სიტუაციაში არც თუ ისე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს უსაფრთხოება საშიშროების ქვეშ არის, რადგან მინისტრთან დაკავშირების შემთხვევაში, მან შესაძლოა სახელმწიფო საიდუმლოებებზე ისაუბროს:

„მისი გადადგომა -არგადადგომა, რაზეც საუბრობენ, პოლიტიკური ასპექტი არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მიმართებით დგას სერიოზული კითხვის ნიშნები. სირაქლემას პოზაში ჩადგომა საქმეს არ უშველის. მოვისმინეთ, რომ ეს იუმორის ჟანრიდანაა, რა არის იუმორის ჟანრიდან? თვითონ ის, რაც უკვე ითქვა, არის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იქნას გამოყენებული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან. შესაბამისად, ქართული სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დამტკიცდეს სრულიად ცალსახად, რომ ეს საუბარი ნამდვილად არ შემდგარა. როდესაც ამის ძიებაზეც კი უარი არის ნათქვამი, ეს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს“, - განმარტავს ექსპერტი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42