„25 წელი გავიდა იმ კონფლიქტიდან, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი მოიტანა. ამ კონფლიქტმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მემორიალთან იმ გმირების ხსოვნას მინდა მივაგო პატივი, ვინც შეეწირა ფაქტობრივად ძმათამკვლელ ომს. მათ თავი გასწირეს სამშობლოსთვის. ძალიან ბევრი ტკივილია იმ ოჯახებში, ვინც დაკარგა ახლობლები. ვესაუბრე შვილმკვდარ დედებსაც და შეუძლებელია, დრომ რაიმე დააკლოს ამ ტკივილს. სამწუხაროდ ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა სწორედ შვილმკვდარი დედების სიმტკიცე მაძლევს ძალას იმის თქმის, რომ ჩვენ ვიმოძრავებთ მშვიდობით ჩვენი მთავარი ამოცანისკენ - ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. ისინი არიან პირველები ვინც ამბობენ, რომ აღარასდროს არცერთი ახალგაზრდის სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა კონფლიქტით და სხვადასხვა ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ."- განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






