არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებებით, მათ შორის უკრაინული "ვიკილიქსიდან" განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მიგვიცია და არც ახლა მივცემთ გარკვეული ტიპის რეაგირებას", - განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არაა, სადაც პრანკერები არსენ ავაკოვის სახელით სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილის ესაუბრებიან. საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხია. ჩანაწერში პრანკერები პირს, რომელიც მათი მტკიცებით საქართველოს შს მინისტრია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სთავაზობენ. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






