აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების 25 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე, მემორიალთან დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძეც მივიდა. ბურჯანაძის თქმით აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ისეთი პროცესები მოდის, რომლებიც კიდევ უფრო აშორებს საქართველოს გამთლიანებასთან. მისი განცხადებით აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება:
"პირველ რიგში მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპულის და მათ ოჯახების წინაშე და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი შვილები აღზარდა ისე, რომ ისინი სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებად იქცნენ. ამავდროულად მინდა, ყველას მოვუწოდო, ყველაფერი უნდა გადაიდოს გვერდით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასოდეს მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, შევასრულოთ ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ. გაერთიანდეს ეს ქვეყანა. ჩვენ წილ შეცდომებზე ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და პასუხიც ინდა ვაგოთ. ეს შეცდომები ჩვენ გვქონდა. სამწუხაროა, რომ ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვინც იტყოდა, ნეტა, იქ ვინმე ჩავიდეს, იქნებ, რამე გამოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ტკივათ“- განაცხადა ბურჯანაძემ, მისი თქმით ის მზადაა ყველგან ჩავიდეს სადაც ჩასვლა ქვეყანას წაადგება, მათ შორის რუსეთშიც:
„არ შემეშინდება ამერიკის მონებად ქცეული პოლიტიკოსების კომენტარების. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. " - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






