14 აგვისტო - საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი- აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიმართვა
პოლიტიკა - 12:30, 14 Aug, 2017     1574
აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მემორიალთან.

ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა მიმართვა დევნილი თანამემამულეებისადმი.

ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს შესრულდა 25 წელი აფხაზეთში რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებებიდან, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ადამიანური ტრაგედია - 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ათასობით რჩეულმა ვაჟკაცმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე, დაინვალიდდა ათასობით ადამიანი.

გასულმა 25 წელმა აჩვენა ჩვენი თანამემამულეების გაუტეხელი სული, ჭირთა ღირსეულად თმენის და სირთულეების დაძლევის მისაბაძი მაგალითები, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების დაუოკებელი ჟინი, მაღალი პოლიტიკური კულტურა.

ჩვენ ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპულთა წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ერთიანობისათვის შეწირულ ვაჟკაცთა ოჯახებს, შვილდაღუპულ მშობლებს, ქვრივებს, ობლებს.

გვჯერა და გვწამს, რომ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი და შეწირული სულები თითოეული ჩვენგანისთვის არის სწორედ ის უმთავრესი მოწოდება, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს - დაგვაბრუნებს მშობლიურ სახლ-კარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42