რუსი პრანკერების და საქართველოს შს მინისტრის სკანდალზე მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებს „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ეხმაურება:
„მამუკა მდინარაძე,თამარ ჩუგოშვილი-ჩანაწერს სერიოზულად ვერ აღვიქვამთო.დაიწყეს გაპრავება.
ეს კი იმას ნიშნავს რომ ხელისუფლების პოზიცია შს მინისტრის საუბრის შინაარსს მთლიანად ემთხვევა.
მოგატყუეს,ქოცებო !
ისე არ წვიმს,როგორც ქუხს“- წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არაა, სადაც პრანკერები არსენ ავაკოვის სახელით სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილის ესაუბრებიან. საუბრის თემა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხია. ჩანაწერში პრანკერები პირს, რომელიც მათი მტკიცებით საქართველოს შს მინისტრია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სთავაზობენ. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






