ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა და სადაც საქართველოს შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე რუს „პრანკერთან“ საუბრობს, განხილვის საგანი გახდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინ ამ ყოველივეში იყო ჩართული:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. ამ ჩანაწერით გამოჩნდა რამდენიმე რამ. პირველი, გამოჩნდა ის, რომ ნამდვილად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ და ეს არის უფრო დიდი პოლიტიკური დევნის ნაწილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რაც ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ასეთი ტიპის ჩანაწერებით ქვეყანის პრესტიჟი და რეპუტაცია კიდევ უფრო ზიანდება. სახუმაროდ და თავის ასარიდებლად გაიხადეს საქმე იმ ფორმით, რომლითაც მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა. უნდა დაგდეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






