ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა და სადაც საქართველოს შს მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე რუს „პრანკერთან“ საუბრობს, განხილვის საგანი გახდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს:
„ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება დევნის მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშილის პოლიტიკურად და ამ დევნას არ გააჩნია არაცვითარი პოლიტიკური საფუძველი. ჭიკაიძის საუბარი საბურავებზე ჩვენს სარდაფებში იყო სერიოზული ამ ხელისუფლებისთვის და ის, რომ მათი შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე და მის დევნაზე, ეს არ არის სერიოზული? ესე იგი ორმაგ სტანდარტს ჩვენ ვხედავთ, რამდენად არასერიზოული, რამდენად არაპროფესიონალი მარიონეტული რეჟიმი ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მისი ინტერესები ქვეყანაში, ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ ამ შემთხვევაში საერთაშორისო უწყებებს იმისთვის, რომ გაკეთდეს ექსპერტიზა და თუ დადგინდა, რომ ეს ჩანაწერი არის ავტენტური, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და გადადგეს მინისტრი მღებრიშვილი“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






