თბილისის გენგეგმაში მაფიოზური დაჯგუფებების კვალი იკვეთება?
პოლიტიკა - 10:20, 14 Aug, 2017     3663
პოლიტიკური კულუარებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოება მალე შესაძლოა, ახალი სკანდალის მოწმე გახდეს. სკანდალის საბაბი კი, როგორც ინფორმატორები იუწყებიან, დიდი ალბათობით, თბილისის მიწათმოქმედების გენგეგმა იქნება, ანუ როგორც ამბობენ, გეგნგეგმის პროექტი, რომლის ფართომასშტაბიან რეკლამირებასაც დავით ნარმანია და მისგან ლობირებული „სიტი ინსტიტუტი-საქართველო“ ეწევიან, იგივე ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსნისთვის მიუღებელია.

„გარკვეული მოსაზრებების გამო, გვარების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს გენგეგმის პროექტის არსებული სახით დამტკიცებას მაღალჩინოსანთა ჯგუფი აიძულებს“ - ამბობს ადამიანი, რომელსაც სახელისუფლებო გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.

ამას გარდა, საუბრის დროს კონფიდენციალური წყარო ორი-სამი დღის წინ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძარსაც ეხება და უშვებს ალბათობას, რომ ეს ხანძარი ირიბად ზუსტად გენგეგმის პროექტთან იყოს კავშირში.

„საქმე იმაშია, რომ „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტში, თბილისის რამდენიმე ღირშესანიშნავ ობიექტთან ერთად, მთაწმინდის პარკსაც კულტურული ზონის სტატუსი მოხსნილი აქვს.

ახლა, ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, რომ მთაწმინდაზე ხანძარი ვიღაცამ სპეციალურად გააჩნია, მაგრამ ეჭვის საფუძველი არსებობს და ეს ეჭვი რომ გაქრეს, ამიტომ, გამოძიებამ ისეთი დასკვნა უნდა დადოს, რომ ხალხმა დაიჯეროს, - გამოთქვამს თავის ვარაუდს რესპონდენტი, რომელიც ვინაობას იმიტომ არ ამხელეს, რომ არ უნდა, პრობლემები შეექმნას, - ერთი შეხედვით, თბილისის გენერალური გეგმა უწყინარი დოკუმენტია, რომლის მიზანიც დედაქალაქის კეთილმოწყობაა, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, თქვენც მიხვდებით, რომ ამ გენგეგმაში კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის, ან სულაც, ჯგუფების ინტერესებია ჩადებული. უცნაურია, მაგრამ ე.წ . გენგეგმა არ იძლევა მკვეთრად გამოხატულ სატრანსპორტო სქემას და შესაბამისად სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტის გზებს, არ იძლევა მოსახლეობას განსახლების სქემებს, ქალაქის ცენტრის განვითარების პრობლემებზე არ არის ჩამოყალიბებული რეკომენდაციები და ა.შ. გაუგებარია რაში გვჭირდება ასეთი დოკუმენტი.

დიახ, ეს დიდი სახელმწიფო მაფიის ფორმირების ნიშნებია, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს...რამოდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი შეკრება ჰქონდა ამ ჯგუფს, ამის შესახებ მათთან დაახლოებულ ახალგაზრდა ქალბატონისგან შემთხვევით გავიგე.

ჩემი ვინაობის დასახელებისგან თავსაც ამიტომ ვიკავებ, მაგრამ მეორეს მხრივ, ქართველი, ოთხი თაობით თბილისელი ვარ და ჩემმა შთამომავლობამაც თბილისში უნდა იცხოვროს. ჰოდა, მინდა, ისეთი ქალაქი გვქონდეს, სადაც „მგლური წესები“ კი არ იმოქმედებს, არამედ, ყველა საჭირბოროტო საკითხი ცივილურად გადაწყდება. ამიტომაც გეუბნებით იმას, რასაც გეუბნებით.

კი ბატონო, მშენებლობები კარგია, რადგან ამაში ინვესტიცია იდება და, მინიმუმ, ხალხი დასაქმდება, მაგრამ აბა, ერთი დღევანდელი და თუნდაც 80-იანი წლების თბილისი შეადარეთ - მაშინ მთელი ქალაქი მწვანეში იყო ჩაფლული, ახლა კი, ეს ჩვენი კოპწია თბილისი ლოდების ქალაქს ჰგავს.

ერთი სიტყვით, გენგეგმა, რომელიც 2030 წლამდე იმოქმედებს, თბილისს იმ სიმწვანესაც წაართმევს, რაც შემორჩა და აქაურობა ნამდვილ ქვების ქალაქს დაემსგავსება. ამიტომ, მე, როგორც ერთი რიგითი თბილისელი, შევეცდები, გენგემის პროექტის დამტკიცებას წინ აღვუდგე,“ - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი.

ზოგადად, ბოლო წლებში ერთგვარ პრაქტიკად იქცა, რომ ცალკეულ ადამიანებს თანამდებობაზე დანიშვნა იმიტომ უნდათ, რომ ეს პრივილეგიები პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ იგივე გენგემის შედგენაში რომელიმე გავლენიანი ჩინოვნიკის ინტერესი არ იდოს.

ასევე, გვერდს ვერ ავუვლით ყბადაღებულ ტენდერების თემასაც, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გენგემის პროექტის შედგენაზე, არსებული ინფორმაციით, 2 მილიონ 800 ათასი დაიხარჯა და ეს თანხა თბილისის ბიუჯეტმა გადაიხადა.

ნებისმიერი კარგი საქმისთვის ფულის დახარჯვა დასანანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეჭვს ის გარემოებაც აჩენს, რომ იგივე „სიტი ინსტიტუტი-საქართველო“ მას შემდეგ (თვენახევრის შემდეგ) დარეგისტრირდა, როცა გენგეგმის შექმნაზე თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

ასევე, პროფესიონალები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ბიუჯეტიდან გადახდილი 2 მილიონ 800 ათასიდან მთელი თანხა ხელფასებს მოხმარდა, ამასთანავე, წარდგენილი ე.წ დოკუმენტი-გენგეგმა გაურკვეველი ხასიათის გაურკევევლი სტატიების კრებულს წარმოადგენს.

„დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი ადამიანი იყო ჩართული გენგეგმის პროექტის შემუშავებაში. ასევე, გენგემის პროექტი 18 თვეში უნდა მომზადებულიყო, მაგრამ დათქმული ვადა დაირღვა. ხომ იცით, ეშმაკები დეტალებში სხედან და ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ გენგეგმის პროექტი შესაძლოა, კორუფციული გარიგების თუ არა, ბიზნესმაქინაციების შედეგი იყოს,“ - გამოთქვამს გონივრულ ეჭვს ფარული რესპონდენტი, რომლიც საკუთარი აზრის გასამტკიცებლად იმასაც იშველიებს, რომ ცნობილი და სახელგანთქმული ქართველი არქიტექტორები „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგემის პროექტს ერთხმად ეწინააღმდეგებიან.

რაც შეეხება კონკურსს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც ნათელი ხდება, რომ ეს ორგანიზაცია სპეციალურად გენგემის კონკურისთვის შეიქმნა. ამასთან ერთად, ეჭვის საფუძველს ის გარემოებაც აჩენს, რომ „სიტი ინსტიტუტი-საქართველოს“ გარდა სხვა კონკურსანტების პროექტები, თურმე, ისე დაიწუნეს, რომ მათ ის მიზეზიც არ აუხსნეს თუ რა გახდა „დაბრაკვის“ მიზეზი.

„ზოგადად, მერია და იგივე ეს საკონკურსო კომისია აუღებელი ციხე-სიმაგრეა. ყველა კანონით, მერია საჯარო უწყებაა და მისგან ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი არ უნდა იყოს, მაგრამ რაღა „ქაჯეთის ციხე“ და რაღა - მერია: თავიც რომ მოიკლათ, გენგეგმის კონკურსზე ინფორმაციას ვერ მიიღებთ,“ - ამბობს რესპონდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42