,,ყველანი არჩევნებზე, როგორც რეფერენდუმზე უნდა გამოვცხადდეთ და დავასრულოთ მოძალადე ხელსუფლება“ - ნიკა მელია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე
პოლიტიკა - 18:22, 13 Aug, 2017     1883
გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ, შს მნისტრი მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს, სპეციალური განცხადებით ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობა“. განცხადება დღეს ნიკა მელიამ ახალციხეში გააკთა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, აღნიშნული ჩანაწერით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად არის ჩართული ოპონენტების დევნაში.

შს სამინისტროს განცხადების პასუხად, სადაც აცხადებენ, რომ ჩანაწერი სიცრუეა, ნიკა მელიამ უწყებას მოუწოდა, გადასცეს აღნიშნული აუდიო მასალა საერთაშორისო ექსპერტიზას, რათა დამტკიცდეს მისი ავთენტურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას ეჭვი აღარ შეეპარება, რომ ჩანაწერი ნამდვილია.

,,დღეს გავრცელდა ივანიშვილის შს მინისტრის სატელეფონო საუბარი, რომელმაც კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და დემოკრატიული სისტემა. სატელეფონო საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთლიანად მინისტრთა კაბინეტი დაყოლილი და დამორჩილებულია ოლიგარქის ნებას. ქვეყანას მართავს ერთი ჯგუფი საკუთარი ინეტერსების საკეთილდღეოდ; დაადასტურა, რომ ბატონი საკაშვილი იდევნება მხოლოდ დაა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციით და არანაირი სამარლებირივი მოტივი არ აქვს მის დევნას, ყველა საქმე არის ფიქსია და ბლეფი; დაადასტურა, რომ ბატონი პოროშენკოს ივანიშვილთან შეხვედრის მიზანი საკაშვილის ექსტრადიციის საკითი იყო; დადასტურდა, რომ მთელი ქვეყნის სტურქტურები ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არა მხოლოდ უთვალთავლებენ, ამით სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს; დადასტურდა, რომ მოქალაქეობა ჩამოართვა ადამიანს, რომელმაც შექმნა თანამედოვე და წარმატებული სახლემწიფო და დადასტურდა, რომ არ აპირებს მოქალაქეობის მიცემას. კარგად ჩანს თუ რა დამნაშავე შს მინსიტრი ჰყავს ივანიშვილს, მიუხედავდ იმისა, რომ მინისტრმა უარყო, ჩვენ მოვითხოვთ უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო ბიუროს წარუდგინოს ეს ჩანაწერი, რათა საბოლოოდ დარწმნუდეს ყველა მის ავთენტურობაში, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიახ, ეს იყო ავთენტური ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა თავად წარადგენს ამ ჩანაწერს საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროში, ყველა ჩვენს არხებს გამოვიყენებთ, და დავამტკიცევთ, რომ ეს ხელისუფლება იმართება მაფიოზური კლანებით და არის დამნაშავე ხელისუფლება. აუდიო ჩანაწერით, რაც ჩვენ მოვისმინეთ, დადასტურდა, რომ ივანშვილი და მისი ხელისუფლება მთლიანად არი ჩართული ოპნენეტების დევნაში. “ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წელს თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მოხდეს ხელისუფლების საბოლოო დამარცხება.

,,ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია კარს მომდგარი, მნიშვნელვანია სოციალური საკთხები, მაგრამ ჩვენ ეს მოძალადე ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. ყველანი არჩევნებზე როგორც რეფერნდუმზე ისე უნდა გამოვცხადდეთ და უარი ვუთხრათ ამ მოძალადე ხელისუფლებას“ - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42