,,ეს ჩანაწერი უნდა განვიხილოთ იმ ბოლო ინტერვიუს ჭრილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისცა ქართველ ჟურნალისტებს. მან ისაუბრა ერთ-ერთ იმ მთავარ მიზეზზე, თუ რატომ იმყოფებოდა პოროშენკო საქართველოში და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. პოროშენკოს ეშინია სააკაშვილის და მას ჰქონდ გეგმა, ჩამოერთვა მოქალაქეობა, რათა პრობლემები შექმნოდა უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით. სააკაშვილმა თქვა, რომ სწორედ ამიტომ ჩამოვიდა პოროშენკო საქართველოში. ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სააკაშვილი იყო მართალი. ფაქტია, პოროშენკომ მას წაართვა მოქალაქეობა. სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინს განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეშინია მისი სქართველოში ყოფნის, არანაირ ექსტრადიციაზე არ არის საუბარი. ეს არის შიში, რომელსაც სახელად ჰქვია სააკაშვილი“ - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე სამ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:
,,სამი რამ გამოიკვეთა გავრცელებული ჩანაწერით: ერთი რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მართალი იყო, როცა ამბობა, რომ პოროშენკოს ვიზიტის მიზანი იყო ოლიგარქთან შეხვედრა და განხილვა მოქალაქეობის წართმევის. მეორე - არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ არის და მისი აქ ჩამოსვლის ეშინია და მესამე - დადგინდა ის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური და ხელისუფლების შიგნით სუფევს სრული ქაოსი და დეზორგანიზაცია“ - ცხადებს შაშკინი.
რაც შეეხება შს სამინისტროს განცხადებას, რომელიც უარყოფს მსგავს ჩანაწერს და აცხადებს, რომ მსგავსი სახის საუბრები არადაცული სატელეფონო კავშირებით არ ხორციელდება, შაშკინი ამბობს, რომ სატელეფონო ხულიგნების მიერ მინისტრის გამოჭერა მიანიშნებს უწყებაში არსებულ ქაოსზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ ვითარებას იურიდიულ ენაზე ,,ამსრულებლის ექსცესს“ უწოდებს.
,,ბევრ ადამიანს არ ესმის ვინ არიან ეს ორი პრანკერი. ესენი არიან კარგად ცნობილი ადამიანები რუსეთის სახელისუფლო წრეებში. მათ ვერანაირად ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებში, ისინი ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას. ისინი არიან ჩვეულებრივი სატელეფონო ხულიგნები, მათ პოლიტიკური ნიუანსები ნაკლებად ესმით, შეასრულეს დაკვეთა და გამოიჭირეს შს მინისტრი. ეს არის კატასტროფა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრს ასეთ რამეს უკეთებენ, გასაგებია რა ქაოსიც არის უწყებაში. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად რეალური ჩანაწერი. იურიდიულ ენაზე ამას ჰქვია ამსრულებლის ექსცესი. შემსრულებლი დაიქირავეს ერთისთვის, და ამ განზრახვის დროს, მან ჩაიდინა სხვა დანაშაული. პრანკერებს დაავალეს მოეძებნათ სააკაშვილზე საკნდალური ინფორმაცია, ისინი ურეკავდნენ სააკაშვილსაც, თუმცა მან საუბრის დროს თქვა იგივე, რასაც ყოველთვის ამბობს. ამიტომ ეს სკანდალად ვერ გამოდგებოდა. აქ სკანდალი არის ის, რომ დადასტურდა, რა მიზნები აქვთ სააკაშვილთან მიმართებაში საქრთველოს ხელისუფლებას და დადასტურდა ის თუ რა მიზნით ჩამოვიდა პოროშენკო, ანუ ყველა ის დეტალი, რაზეც სააკაშვილის საუბრობდა და გარდა ამისა, კატასტროფაა, როცა ვიღაც რუსი ხულიგნები ასე გამოიჭერენ ქვეყნის შს მნისტრს. ნებისმიერი ჩვენგანის გამოჭერა არ არის პრობლემა, მათ შორის არც სააკაშვილის, მაგრამ როცა ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანლზეა საუბარი, მის უკან დგას პროტოკოლის სამსახური, არ დგანან სპეცსამსახურები და უამრავი შტატი, რომელიც საქართველოში ნათესავებითაა გატენილი.
ერთი დეტალიცაა საინტერესო, ამ ჩანაწერით დადასტურდა ისიც, რაც ასევე თქვა სააკაშვილმა, კერძოდ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება უთვალთვალებს მესამე პრეზიდენტს და გამოჩნდა, რომ მათ კარგად იციან სად და როგორ გადაადგილდება“ -განაცხადა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






