ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან.
„ამ ხელში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის ახალი პასპორტი მიჭირავს, მეორე დოკუმენტი კი იძლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვას. მიზეზთა გამო, გალის რაიონის 96% საქართველოს მოქალაქეა. ეს ხალხი არ შეიძლება იყვნენ ერთდროულად აფხაზეთის და საქართველოს მოქალაქეები. აფხაზური კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება.
ამ დოკუმენტით არ გექნებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, პარლამენტში არჩევისა ან ქონების შეძენის უფლება, თუმცა შეძლებთ მიიღოთ განათლება, მართვის მოწმობა და აიღოთ კრედიტი და ა.შ. მაგრამ, თუ პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და 1994-99 წლებში ხცოვრობდა აფხაზეთში, მას შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. ვისაც ქართული დოკუმენტები აქვს, უნდა იჩქაროს, იმიტომ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან არც საბჭოთა პასპორტი და არც ფორმა ნომერი ცხრა აღარ იმოქმედებს. იმოქმედებს, მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი და ცხოვრების ნებართვა, დრო არც ისე ბევრია,“ - აცხადებს გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






